კაპიტელი ქონსთრაქშენი
კომპანიის პროფილი
კომპანია 2025 წელს დაფუძნდა სამი პარტნიორის მიერ, რომელთა პროფესიული გამოცდილებაც მოიცავს მშენებლობას, პროექტების სტრატეგიულ მართვას, აღმასრულებელ ხელმძღვანელობას, ფინანსებსა და კორპორაციულ მართვას. "კაპიტელი ქონსთრაქშენი" ოპერირებს, როგორც სრულად ანგარიშვალდებული გენერალური კონტრაქტორი და ახორციელებს სამშენებლო პროექტებს კონცეფციიდან ექსპლუატაციაში გაშვებამდე.
ჩვენი მისია
შევასრულოთ მაღალი ხარისხის, ტექნიკურად გამართული სამშენებლო პროექტები. პასუხისმგებლობით, სანდოობითა და საოპერაციო დისციპლინით შევქმნათ გრძელვადიანი ღირებულება დამკვეთებისა და საზოგადოებისთვის.
ჩვენი პროცესი
თითოეული პროექტი იმართება პროექტის მართვის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით, რომელიც უზრუნველყოფს პროცესების გამჭვირვალობას, ეფექტიანობას და სრულ კონტროლს განხორციელების ყველა ეტაპზე. ჩვენი მიდგომა აერთიანებს შესასრულებელი სამუშაოების და საპროექტო ტექნიკური დოკუმენტაციის სტრუქტურირებულ მართვას, დეტალურ დაგეგმვას, გრაფიკების, ხარჯებისა და რესურსების კონტროლს, რისკების იდენტიფიცირებასა და მართვას, ასევე ინვესტორებისა და პროექტში ჩართული მხარეებისთვის გამჭვირვალე ანგარიშგებას FIDIC-ის სტანდარტების შესაბამისად. დისციპლინირებული კოორდინაცია, ცვლილებების მეთოდური მართვა და ოპტიმიზაციაზე ორიენტირებული საინჟინრო გადაწყვეტილებები გვაძლევს შესაძლებლობას, თითოეული პროექტი შესრულდეს სიზუსტით, საიმედოდ და გრძელვადიანი შედეგების გათვალისწინებით.
ძირითადი სპეციალიზაციები
სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობა
მასშტაბური სამოქალაქო და სამრეწველო სამშენებლო პროექტების განხორციელება საცხოვრებელ, კომერციულ და სამრეწველო სექტორებში.
გენერალური კონტრაქტორის სრული მომსახურება
პროექტის სრული ციკლის მართვა და განხორციელება გენერალური კონტრაქტორის სრული პასუხისმგებლობით, საძირკვლის სამუშაოებიდან ობიექტის ექსპლუატაციაში გაშვებამდე.
საპროექტო დოკუმენტაციის კოორდინაცია და მართვა
არქიტექტურული, კონსტრუქციული და MEP სისტემების საპროექტო დოკუმენტაციის კოორდინაცია და მართვა.
შიდა სარემონტო და მოსაპირკეთებელი სამუშაოები
ინტერიერის სრული მოწყობა და მოსაპირკეთებელი სამუშაოების შესრულება მაღალი ხარისხის სტანდარტებითა და დეტალებზე ორიენტირებული მიდგომით.
Value Engineering (საპროექტო გადაწყვეტილებებისა და ხარჯების ოპტიმიზაცია)
საპროექტო გადაწყვეტილებების, მასალების შერჩევისა და სამშენებლო მეთოდების სისტემური ოპტიმიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს მშენებლობის ეფექტიანობას, ხარჯების ოპტიმიზაციას და ობიექტის გრძელვადიან, საიმედო ფუნქციონირებას.
ხარისხის უზრუნველყოფა და კონტროლი
ხარისხის უზრუნველყოფისა და ხარისხის კონტროლის მკაცრი სისტემები, რომლებიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და მოიცავს ინსპექტირებისა და ტესტირების გეგმებს, მასალების წარდგენისა და დამტკიცების პროცესებს, სამუშაოების შესრულების მეთოდოლოგიებს და კონტროლირებად შემოწმებისა და ჩაბარების პროცედურებს.
ინტეგრირებული შესრულების ეკოსისტემა
პროექტირება და საინჟინრო გადაწყვეტილებები
კაპიტელი
კაპიტელი ქონსთრაქშენი ეფუძნება კაპიტელის მრავალწლიან საინჟინრო გამოცდილებას, საპროექტო ორგანიზაციას, რომელიც 1997 წელს დაარსდა. 28 წლიანი გამოცდილებით კაპიტელი უზრუნველყოფს პროექტის კონსტრუქციული ნაწილის პროექტირებას და ადრეულ ეტაპზე ოპტიმიზაციას, რაც გვაძლევს შესაძლებლობას თითოეული პროექტი განვახორციელოთ ტექნიკურად გამართული, ეფექტური და გრძელვადიან შედეგებზე ორიენტირებული კონსტრუქციული გადაწყვეტილებებით.
MEP ინჟინერია
მონტაჟ ჯორჯია
კომპანიის პროფილია ელექტრო, სახანძრო, ვიდეოსამეთვალყურეო, ავტომატიზაციის და შენობის ცენტრალიზებული მართვის (BMS) სისტემების პროექტირება და მონტაჟი.